მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "მეტოქემ კარში 1.5-ჯერ დაარტყა და 2 გოლი გაიტანა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, „ბარნლისთან“ ნათამაშები ფრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„ჩემი ვერდიქტი? ერთ გუნდს მთელი მატჩის მანძილზე 1.5 დარტყმა ჰქონდა და 2 გოლი გაიტანა. მეორე გუნდი კი ფლობდა ბურთს, ქმნიდა მომენტებს, 45 წუთი 1 მცველით თამაშობდა და მოედნის ბატონ-პატრონი იყო, თუმცა მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

მათი გაკრიტიკება არ მსურს, რადგან ეს გუნდის სათამაშო სტილია, მაგრამ ჩემმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.

„ლესტერთან“ და „ბარნლისთან“ უამრავი საგოლე შანსი შევქმენით, თუმცა რეალიზაციის პრობლემა გვაქვს“.

„წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-2 ადგილზე არიან.

ისინი მომდევნო ტურის შეხვედრას 30 დეკემბერს „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები