მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "ჩემს ადგილას უკვე ნებისმიერი მწვრთნელი იტირებდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ, პრესასთან საუბრისას ტრავმირებულ მოთამაშეებზე ისაუბრა და განსაკუთრებით პოლ პოგბას საკითხს შეეხო.

"ტრავმების გამო არ ვტირი და ალბათ ეს ჩემი შეცდომაა. პოგბას არყოფნის გამო, ჩემს ადგილას უკვე ნებისმიერი მწვრთნელი იტირებდა. ამ თემაზე მხოლოდ თქვენი, ჟურნალისტების გამო ვსაუბრობ, რადგან გამუდმებით ასეთი შინაარსის კითხვებს სვამთ. ჩემი მიდგომა ასეთია - ტრავმირებულ ფეხბურთელებზე არასდროს ვსაუბრობ. პატივს ვცემ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მათ ნაცვლად თამაშობენ. დანაკლისის მიუხედავად ჩვენ საქმეს თავს კარგად ვართმევთ".

შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" ლაზარეთში ამჟამად მაიკლ კერიკი, პოლ პოგბა, მარკოს როხო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარუან ფელაინი იმყოფებიან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები