სიმეონემ ოცნების გუნდი დაასახელა - სად სურს მუშაობა
Aa
Aa

სიმეონემ ოცნების გუნდი დაასახელა - სად სურს მუშაობა "ჩოლოს"?

მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ პრესასთან თავისი ოცნების გუნდი დაასახელა, რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად გაწვრთნის.

"მე მიყვარს არგენტინული ფეხბურთი. პირველი ნაბიჯები სწორედ იქ გადავდგი და პროფესიონალ მოთამაშედ ჩამოვყალიბდი. ერთ დღესაც, არგენტინის ნაკრებში ვიმუშავებ. ეს ჩემი ოცნებაა. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემი სანაკრებო კარიერია გამორიცხულია. ჯერჯერობით კლუბში მუშაობა მსურს. მინდა, რომ ფეხბურთით ყოველდღიურად ვისუნთქო".

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში სიმეონეს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავდნენ, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სხვა სპეციალისტებზე გაკეთდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები