Aa
Aa

კალინიჩი მილანში ჩავიდა

29 წლის ხორვატი თავდამსხმელი ნიკოლა კალინიჩი დღეს დილას მილანში ჩავიდა. მან პრესასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთ კლუბში გადასვლით ბედნიერია.

„მილანი“ „ფიორენტინას“ მის ერთ წლიან იჯარაში 5 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო მომავალ ზაფხულს კალინიჩის გამოსყიდვის უფლება 20 მილიონ ევროდ ექნება.

ტანმაღალი ფორვარდი „როსონერიში“ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და ხელშეკრულებასაც ამის შემდეგ გააფორმებს.

კალინიჩმა სერია ა-ს გასულ სეზონში 32 თამაშში 15 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები