მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "გუნდს 9 ნომერი სჭირდებოდა"

ჟოზე მოურინიომ, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის დეტალებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ლუკაკუს შეძენა ადვილი არ იყო. რომელუ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა მას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა, მისთვის მთავარი მოტივაცია იყო", - ამბობს მოურინიო.

"ჩვენ ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი გვჭირდებოდა. რა თქმა უნდა, გუნდში ბევრი მაღალი დონის ფორვარდია, მაგრამ "იუნაიტედს" 9 ნომერი სჭირდებოდა და ლუკაკუც სწორედ ასეთია", - აღიარა "განსაკუთრებულმა".

"რა გავაკეთე მოლაპარაკებების დროს? მე ლუკაკუს დავურეკე და ვუთხარი, რომ ის გუნდს სჭირდებოდა. თუ, წინადადებას დათანხმდებოდა, იგი კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი წევრი გახდებოდა". - განაცხადა მოურინიომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები