Aa
Aa

"ჩელსი" ბონუჩის სანაცვლოდ 48 მილიონს იხდის!

„ჩელსის“ მწვრთნელ ანტონიო კონტეს, თავისი ყოფილი შეგირდის, ლეონარდო ბონუჩის „ლურჯების“ რიგებში გადმოყვანა სურს, რისთვისაც ლონდონელები 48 მილიონი ევროს გაღებას აპირებენ.

ბონუჩის „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლაზე, ბოლო დროს სულ უფრო მეტი იწერება.

The Sun-ი ამბობს, რომ თუკი ბონუჩი სადმე წასვლას გადაწყვეტს, მისი ხელში ჩაგდების ყველაზე დიდი შანსი სწორედ „ჩელსის“ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი "იუვენტუსში" 2010 წელს "ბარიდან" გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები