Aa
Aa

"ვილიარეალმა" "სიტისგან" ნიჭიერი თურქი ფორვარდი შეიძინა

ესპანურმა "ვილიარეალმა" ახალი სეზონისთვის თავისი პირველი ტრანსფერი განახორციელა. 

"წყალქვეშა ნავმა" "მანჩესტერ სიტისგან" თურქი შემტევი, ენეს იუნალი დაიმატა, რომელმაც ახალ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იუნალი "ბურსასპორის" სკოლის აღზრდილია, საიდანაც "სიტიმ" შეიძინა და 2 წელი განათხოვრების წესით სხვადასხვა გუნდებში ათამაშებდა.

ნიჭიერმა ფორვარდმა გასული სეზონი ჰოლანდიურ "ტვენტეში" გაატარა და 33 თამაშში 19 გოლის გატანა შეძლო.

ენეს იუნალზე თურქეთში უდიდესი იმედები მყარდება. იგი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ნელ-ნელა ეროვნული გუნდის ძირითადსაც უშინაურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები