მოურინიოს პრესკონფერენცია
Aa
Aa

მოურინიოს პრესკონფერენცია

ინგლისური "მანჩესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, "ევროპის ლიგის" ფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ყველა მომხდარი ტრაგედიით შოკირებული ვართ და ამის დავიწყება რთულია. თითოეული დაღუპულის ოჯახს ვუსამძიმრებთ. 

თუმცა ჩვენი საქმე მოვალეობებს გვაკისრებს და ახლა თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ისე ვემზადებით, როგორც ყველა დიდი მატჩის წინ.

აქ ყოფნისას მივხვდი, რომ დღეს სრულიად მანჩესტერი გაერთიანებულია". - თქვა მოურინიომ.

მოურინიომ გუნდი ევროტურნირის ფინალში 3-ჯერ გაიყვანა და სამივე ფინალი მოიგო - 2003 წელს "უეფას თასი" "პორტოსთან" ერთად, 2004 წელს "ჩემპიონთა ლიგა" "პორტოსთან" ერთად, ხოლო 2010 წელს "ჩემპიონთა ლიგა" "ინტერთან" ერთად.

მოურინიოს შეუძლია რაფაელ ბენიტესის შემდეგ გახდეს მეორე მწვრთნელი, რომელსაც "უეფას თასთან" ერთად, "ევროპის ლიგაც" ექნება მოგებული.

"აიაქსი" და "მანჩესტერი", დღეს, 22:45 საათზე, სტოკჰოლმში, Friends Arena-ზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები