მადრიდული დერბი დანი სებალიოსისთვის
Aa
Aa

მადრიდული დერბი დანი სებალიოსისთვის

მადრიდული გრანდები - "რეალი" და "ატლეტიკო", "ბეტისის" ნახევარმცველის, დანი სებალიოსის გადასაბირებლად იბრძვიან.

20 წლის ნიჭიერი და კრეატიული შუახაზელი ლა ლიგის აწ დასრულებულ სეზონში თავისი გუნდის მთავარი მამოძრავებელი და პრაქტიკულად ყველა შეტევის დამწყები გახლდათ.

შესაბამისად, გასაგებია, რომ მისით გარდა ხსენებული გუნდებისა, ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც ინტერესდებიან.

სებალიოსის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, ხოლო "რეალი" აპირებს, რომ იგი შეიძინოს და მომავალ სეზონში იმავე "ბეტისში" გაანათხოვროს.

სებალიოსი "ბეტისის" სკოლის აღზრდილია. იგი ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების წევრიცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები