კუმანმა შესაძლოა სეზონის ბოლოს
Aa
Aa

კუმანმა შესაძლოა სეზონის ბოლოს "ბარსელონა" ჩაიბაროს...

ესპანური პრესის ცნობით, ესპანურმა კლუბმა რონალდ კუმანთან წინასწარი მოლაპარაკება გამართა.

შეგახსენებთ, რომ ‘ბარსელონას" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კლუბთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება.

კუმანი ადრე "ბარსელონაში" თამაშობდა და არასდროს მალავდა სურვილს, ოდესმე მისი მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო.

ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ენრიკეს წასვლის შემთხვევაში "ბარსელონასთვის" პრიორიტეტული კანდიდატურა ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდეა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები