''როგორც კი ციხის კარი გაიღება მასთან საბრძოლველად მზად ვიქნები!''
Aa
Aa

''როგორც კი ციხის კარი გაიღება მასთან საბრძოლველად მზად ვიქნები!''

აშშ-ში დაკავებულმა ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება განათავსა. ხურციძემ ბილი ჯო სანდერსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესვე მზადაა სანდერსთან საბრძოლველად.

შეგახსენებთ, 2017 წლის 8 ივნისს ხურციძე 14 ქართველთან ერთად აშშ-ში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს, რის გამოც 8 ივლისს  მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ეგიდით ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსთან საჩემპიონო ბრძოლა გადაიდო.

 

''ეხლა მოემზადეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი ანუ არალეგარული თამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ ჩემს შემთხვევაში. არ არის 0-დან 20-მდე, არის 0-დან 5-მდე. 1 წელზე მეტია ვზივარ აქ 10 თვე ერთ წლად ითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა გაქაჩე გამოქაჩე კიდე 2 წელი და ეგაა. ეს არის უტყუარი ინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს , 40 წელი ტერორისტი კი არა ვარ, რა სისულელეა, მაგის დამწერს და გამავრცელებელს ჭკუა აქვს?'' - აღნიშნა ხურციძემ ერთ-ერთ განცხადებაში.

ასევე იხილეთ: "კარგი ამბავი უნდა გითხრათ...დავბრუნდები და კიდევ ბევრს გავახოხებ რინგზე''

ცხელი ამბები