ტაისონ ფიურის საოცარი ტრანსფორმაცია
Aa
Aa

ტაისონ ფიურის საოცარი ტრანსფორმაცია

როგორც ჩანს ბრიტანელი მოკრივე, ტაისონ ფიური თავის ოპტიმალურ საბრძოლო წონას დაუბრუნდა. ფიური რინგზე დაბრუნებას 9 ივნისს მანჩესტერში აპირებს და ბრძოლისთვის სათანადოდ ემზადება. ტაისონმა ქამბექის შესახებ ნოემბერში განაცხადა და ოთხშაბათს კრიტიკოსები, საკუთარი სხეულის ტრანსფორმაციის გასაჯაროებით დაადუმა. ტაისონმა "Instagram"-ზე სპარინგის შემდეგ გადაღებული ფოტო გამოექვეყნა, სადაც ფიურის შეცვლილი სხეული იდეალურად გამოჩნდა.  ბრიტანელმა მოკრივემ წონა 2 წელიწად ნახევრიანი პაუზის დროს მოიმატა მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სურათში სულაც არ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელმაც შარშან ფოტო რიკი ჰატონთან ერთად გადაიღო.

ფიური რინგზე კლიჩკოს დამარცხების შემდეგ არ გამოჩენილა, მატჩის დასრულებისთანავე ტაისონს სისხლში კოკაინი აღმოუჩინეს და დისკვალიფიკაცია მისცეს.

ბრიტანელმა რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ ახლა თავს როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად მშვენივრად გრძნობს და რინგზე დასაბრუნებლად 100 პროცენტით მზადაა.. ვინ იქნება მისი მეტოქე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფიური მანჩესტერში 9 ივნისს იჩხუბებს.

ტაისონის პრომოუტერი, ფრენკ უორენი მომავალი ოპონენტის ვინაობას სულ მალე დაასახელებს. სავარაუდოდ მას პირველ შეხვედრაში საკუთარი სიძლიერის და მზადყოფნის დამტკიცება არც თუ ისე ცნობილ მეტოქესთან მოუწევს და სერიოზული ბრძოლის გამართვის შანსი მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა. თავად ფიურის ეს საკითხი არ აწუხებს და მიუხედავად ორ წელიწად ნახევრიანი პაუზისა თვლის, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლია. ტაისონმა ერთ-ერთ ვარიანტად ენტონი ჯოშუაც დაასახელა. თუმცა მსოფლიო ჩემპიონი ახლა მოლაპარაკებებს დეონტეი უაილდერთან აწარმოებს და თუ ედი ჰერნის დავუჯერებთ მოკრივეები დეტალებს სულ მალე შეათანხმებენ.  შესაბამისად ფიურის ლოდინი მოუწევს.

კულუარებში კიდევ ერთი მოკრივის გვარი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა 9 ივნისს ფიურისა და ბელიუს დაპირისპირება ვიხილოთ. მოკრივეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უკვე შედგა და ტონის თავდაჯერებულობას ფიურიმ ჩვეულ სტილში, ცინიკური დაპირებით უპასუხა. „ნოკაუტში პირველივე რაუნდში ჩაგაგდებ და შემდეგ  მუშაობა ჩემი ფეხსაცმლის მწმენდავად  შეგეძლება“.

ცხელი ამბები