უაილდერი გამოირიცხა? ჯოშუა მომავალ მეტოქეს 10 დღეში დაასახელებს!
Aa
Aa

უაილდერი გამოირიცხა? ჯოშუა მომავალ მეტოქეს 10 დღეში დაასახელებს!

„WBC“-ის ეგიდით მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, დეონტეი უაილდერმა „ტვიტერზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჯოშუას 50 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა. თუმცა ბრიტანელის პრომოუტერის, ედი ჰირნის განცხადებით, ვიდეოს გარდა მათ არაფერი მიუღიათ.

„დეონტეის შემოთავაზება ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა როდესაც კონტრაქტის დეტალების და ფინანსური საკითხების შესახებ კითხვები დავუსვით პასუხები ვერ მივიღეთ. პარასკევს, ამერიკაში პრობლემური თემები უნდა განგვეხილა, მაგრამ დეონტეის წარმომადგენლებმა შეხვედრა გააუქმეს.“

„ჩემი უფროსი ენტონი ჯოშუაა, თუ ის მეტყვის, რომ ბრძოლა უნდა გავმართო, მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. მაგრამ თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სხვა ვარიანტების ძებნა მოგვიწევს. დეონტეის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შეწყვეტას არ ვაპირებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პარალელურად სხვა ვარიანტებსაც განვიხილავთ“.

უაილდერი-ჯოშუას დაპირისპირებაზე კომენტარი ედი ჰერნის მამამ, ბარი ჰერნმაც გააკეთა  და განაცხადა: “ენტონი ჯოშუას 3 ძირითადი ვარიანტი აქვს! ბრიტანელი გადაწყვეტილებას 7-10 დღეში მიიღებს და მომავალ ოპონენტს უაილდერი, პოვეტკინი, მილერის ტრიოდან ამოარჩევს“.

„დეონტეის მენეჯერებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები წინადადების მიღებამდე არ დაიწყებოდა. რაც გამომდინარე მატჩის მნიშვნელობიდან საკმაოდ უცნაური ულტიმატუმია. უაილდერმა ჩხუბის სანაცვლოდ 50 მილიონი შემოგვთავაზა, თუმცა არ მგონია მას ამდენი ფული ჰქონდეს“.

„ენტონი ჭკვიანი ბიჭია, ის გადაწყვეტილებებს მუდამ თავად იღებს და იშვიათად ცდება. რაც შეეხება უაილდერს, მასთან ყველაფერი ბუნდოვანია. დეონტეიმ შემოთავაზება ნამდვილად გააკეთა, მაგრამ მისი მენეჯმენტისგან დღემდე არაფერი გვსმენია“.

„ფაქტი ერთია! ჯოშუა დეონტეიზე ცნობილი მოკრივეა! უაილდერს მშობლიურ ქვეყანაშიც არავინ იცნობს, ენტონი კი მსოფლიო დონის ვარსკლავია“.

„რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ჯოშუა უპირატესობას პოვეტკინს ანიჭებს, თუმცა უაილდერისა და მილერის ვარიანტსაც  განიხილავს.

დაუმარცხებელ ჯოშუას 21 შეხვედრიდან 20 ნოკაუტით აქვს მოგებული. ბოლოს ბრიტანელმა “WBO”-ს ქამარი ჯოზეფ პარკერთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. უაილდერმა კი უკანასკნელ შეხვედრაში ლუის ორტისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ცხელი ამბები