ჯეიკ პოლი: ბოლო 10 წლის განმავლობაში, კრივისთვის ჩემზე მეტი არავის გაუკეთებია
ამერიკელი ბლოგერი მოკრივე, ჯეიკ პოლი მიიჩნევს, რომ კრივისთვის ბევრს აკეთებს.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში, კრივისთვის ჩემზე მეტი არავის გაუკეთებია. ჯოშუა – კლასიკური მოკრივეა, ის ამით მთელი ცხოვრებაა დაკავებულია. თუმცა, მე კრივისთვის უფრო მნიშვნელოვანი ვარ. ხალხს კრივი მართლა რომ ადარდებდეს, მათ ჩემი გამარჯვება ენდომებოდეთ“, – თქვა პოლმა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ამერიკელი ხვალ სწორედ ჯოშუას დაუპირისპირდება.
თავდაპირველად, პოლი ჯერვონტა დევისს 14 ნოემბერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ქარდიდან ოჯახური ძალადობის ბრალდებების გამო
ცნობისთვის, ჯეიკმა ბოლოს 29 ივნისს იჩხუბა და უმცროსი ხულიო სეზარ ჩავესი დაამარცხა. გეტყვით ასევე, რომ საკრივო კარიერის განმავლობაში, მას 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
რაც შეეხება ჯოშუას, მან ბოლო ბრძოლა სექტემბერში, დანიელ დუბუასთან გამართა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ის მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ორჯერ გახდა.