შენგელიას 17 ქულა და მცირე სასწაული - "ბასკონიას" მნიშვნელოვანი "ქამბექი"
ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის ბოლო მატჩი თორნიკე შენგელიას "ბასკონიასა" და "ესტუდიანტესს" შორის მადრიდში შედგა.
შენგელიას გუნდმა მცირე სასწაული მოახდინა, რადგან ისინი მესამე მეოთხედს 17 ქულით აგებდნენ და საბოლოოდ 89:87 იმარჯვეს.
შენგელია მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23:26 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 17 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. თოკოს წინააღმდეგ მეტოქე გუნდის კალათბურთელები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ამ გამარჯვების შემდეგ, "ბასკონიას" სატურნირო ცხრილში 11 მოგება და 7 მარცხი დაუგროვდა. ბასკები, "უნიკახასა" და ფუენლაბრადასთან" ერთად 4-6 ადგილებს ინაწილებენ.
შენგელიას გუნდს მომდევნო მატჩი საკუთარ დარბაზში, "ბარსელონას" წინააღმდეგ ელის.