არის მედალი! - მარგველაშვილმა რუსს რუსეთში მოუგო!
Aa
Aa

არის მედალი! - მარგველაშვილმა რუსს რუსეთში მოუგო!

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერსი მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრები, დღემდე უმედლოდ ასპარეზობდა, თუმცა მშრალი სერია ვაჟა მარგველაშვილმა შეწყვიტა, რასაც ლაშა შავდათუაშვილმა, ვერცხლის მედალი მიაყოლა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარგველაშვილმა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, რუს მიხაილ პულიაევს მოუგო. 

შეხვედრის სტარტზე, მარგველაშვილმა მეტოქე იპონზე დაანარცხა, თუმცა მსაჯებმა გდება სათანადოდ არ შეაფასეს, რითაც ისედაც უძლიერეს პულიაევს შანსი დაუტოვეს.

საბედნიეროდ, ქართველმა ფალავანმა ყველაფერი იდეალურად გააკონტროლა და მედალიც მოიპოვა.

ამავე წონაში, ლაშა შავდათუაშვილმა, ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა გადამწყვეტი დაპირისპირება, იაპონელ სიოში ჰაშიმოტოსთან დათმო.

ცხელი ამბები