გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიური გამოცემა ლა ლიგას აკრიტიკებს | მიზეზი მამარდაშვილს უკავშირდება

ვალენსიურმა გამოცემამ, Deportevalenciano-მ ლა ლიგა გააკრიტიკა. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატმა სეზონის სიმბოლური ნაკრების გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც ტოპ 11-ში მოხვედრის შანსი აქვთ. ლა ლიგის რჩეულთა შორის არაა გიორგი მამარდაშვილი, რაც Deportevalenciano-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„ლა ლიგამ სეზონის სიმბოლური ნაკრების პოტენციური წევრები დაასახელა და სიაში ვალენსიას ორი ლიდერი ვერ მოხვდა. ლა ლიგის მიხედვით, მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილზე უკეთ უნაი სიმონი, ანდრეი ლუნინი და ალვარო ვალესი გამოიყურებიან, კრისტიან მოსკერაზე უკეთესი შთაბეჭდილება კი არაუხომ, მინგესამ, რუდიგერმა, მიგელ გუტიერესმა, კარვახალმა, ვივიანმა, კარდონამ რამოსმა, კოუტომ, კანსელუმ, რიკომ, პეცელამ, მიკა მარმოლმა, ვიტსელმა, ლე ნორმანმა და ბლინდმა დატოვეს.

არ ვიცი, რა კრიტერიუმები გამოიყენეს ან გადაწყვეტილება ვინ მიიღო, მაგრამ სერიოზულად ვერ აღვიქვამთ სიას, რომელშიც მიმდინარე ჩემპიონატის ორი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ვერ მოხვდა. საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, რომ ორი ფეხბურთელი, რომლებიც ზაფხულში ვალენსიას დატოვებისა და ევროპულ გრანდებში გადასვლის მთავარი კანდიდატები არიან, ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშეებს შორის არ არიან. შეთქმულების თეორიების მოყვარული არ ვარ, მაგრამ რაც არ უნდა თქვათ, ეს სია აშკარად უპატივცემულობის გამოხატულებაა“, - წერს ვალენსიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 33 შეხვედრაში აქვს მიღებული და 35 გოლი გაუშვა. ქართველმა მეკარემ კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა და „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო, „ალავესთან“ მატჩის გამოტოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ნაპოლიში მოვედი, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო“ | ფრანჩესკო კალცონა
„როცა ნაპოლიში მოვედი, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო“ | ფრანჩესკო კალცონა