მიხეილ ლომთაძე
Aa
Aa

ინგლისური უიკომბი ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ შეიძინა

ინგლისური საფეხბურთო კლუბი „უიკომბ უანდერერსი’’ ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ შეიძინა. ინფორმაცია კლუბმა დაადასტურა.

კლუბის დირექტორთა საბჭოს მიხეილ ლომთაძესთან ერთად ედუარდ ვიშნიაკოვი და დენ რაისი შეუერთდნენ. ამჟამად, „უიკომბ უანდერერსი'' ინგლისის რანგით მესამე ლიგაში თამაშობს, თუმცა მიხეილ ლომთაძემ გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი მიზნები დაისახა.

მიხეილ ლომთაძე: „ჩვენი მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში მინდორსა და მინდორს მიღმა წარმატებების მიღწევას გულისხმობს. ფინანსურად სტაბილური გუნდის აშენება გვსურს.

მსოფლიო ფეხბურთი სწრაფად ვითარდება. ჩვენთვის პრიორიტეტია მონაცემთა ანალიტიკისა და ტექნოლოგიის ინტეგრაცია გუნდში, რომ გუნდის პერფორმანსი ამაღლდეს და ახალ საფეხურზე ავიდეს''.

ლომთაძე ბათუმშია დაბადებული, ქართული ფესვები აქვს, თუმცა მისი ბიზნეს კარიერა ყაზახეთს უკავშირდება, ყაზახეთში 50 მილიარდერს შორის მესამე ადგილზეა.

„უიკომბი'' 1887 წელს დაარსდა, მიმდინარე სეზონში რანგით მესამე ლიგაში მე-10 ადგილზეა. ამჟამად, „უიკომბის'' ყველა ცნობილი ფეხბურთელი 40 წლის სამუელ ვოუკსია, რომელსაც პრემიერ ლიგაში „ვულვზის'', „ბარნლისა'' და „სტოკ სიტის'' შემადგენლობაში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები