ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: ბარსელონაში გამარჯვების დიდი სურვილით მივდივართ, ეს ჩვენთვის ფინალი იქნება

ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„ძალიან ძლიერ გუნდთან კარგი მატჩი ჩავატარეთ. 0:1-ზე ჩვენს თავში ეჭვი შეგვეპარა, რადგან მეტოქე ბურთს არ კარგავდა და ძალიან კარგად თამაშობდა. მეორე ტაიმში თამაშის შემობრუნება მოვახერხეთ, მაგრამ მათ მესამე გოლი გაიტანეს.

ბარსელონაში გამარჯვების დიდი სურვილით მივდივართ. ეს ჩვენთვის ფინალი იქნება. ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ.

გუშინ ორ მატჩში 10 გოლი გავიდა. ამ დონეზე მცირე შეცდომაც ძვირად გიჯდება. დღეს მესამე გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ დემბელეს დარტყმა ძელს მოხვდა. ხალხს შეუძლია ნეგატიურად იფიქროს, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის.

ეჭვი არ მეპარება, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია. საპასუხო მატჩისთვის მოსამზადებლად ექვსი დღე გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 16 აპრილს ბარსელონაში „მონტჟუიკზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
71 წუთი და აქტიური ჩაკვე - უოტფორდმა და იფსვიჩმა ქულები გაიყვეს
71 წუთი და აქტიური ჩაკვე - უოტფორდმა და იფსვიჩმა ქულები გაიყვეს