გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი დაბრუნდა - ლევანტემ მოიგო და ლა ლიგაში აღზევების შანსი რეალურია

ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ლევანტემ’’ შინ „სარაგოსა’’ 2:1 დაამარცხა. ვალენსიური გუნდისთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ მომენტისთვის საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. 34-ე ტური ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ეს სხვაობა შესაძლოა მაქსიმუმ ოთხ ქულამდე გაიზარდოს ან 2 ქულა დარჩეს. თუ „ლევანტე'' სეზონს საუკეთესო ექვსეულში დაასრულებს, ფლეი-ოფის გზით ელიტაში აღზევების შანსი ექნება.

„ლევანტეს’’ ამ თამაშში გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდა, ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო,  ბურთს მხოლოდ 13-ჯერ შეეხო, 12-დან 10 პასი ზუსტად შეასრულა.

ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა (11 სასტარტოში), მინდორზე 902 წუთი გაატარა და 2 გოლი შეაგდო („მირანდესთან'' და „კარტახენასთან'').

როცა საბერძნეთთან გამარჯვების შემდგ ქოჩორაშვილი ესპანეთში დაბრუნდა, აეროპორტში Superdeporte-ს ჟურნალისტს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მისი მიზანი ლა ლიგაში აღზევებაა. გიორგი ქოჩორაშვილი:„ისტორია დავწერეთ, ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, წარმოვადგენდეთ ჩვენს ქვეყანას. მოდი ახლა დღევანდელ დღეზე ვკონცენტრირდეთ, რაც დღეს უნდა გავაკეთოთ. სასიამოვნოა ეს მხიარულება, მაგრამ ახლა უკვე „ლევანტეს’’ თამაშებზე ვარ კონცენტრირებული, ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები