ხვიჩა კვარაცხელია, რუდ კროლი
Aa
Aa

„ბარსელონა და კვარა?“ | რას ამბობს რუდ კროლი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე

კატალონიის „ბარსელონა“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაზე ფიქრობს. რამდენიმე საათის წინ, AS-მა დაწერა, რომ „ბლაუგრანას“ ინტერესი სერიოზულია და კლუბის ხელმძღვანელებს „კვარას“ წარმომადგენლებთან კონტაქტიც ჰქონდათ.

AS-ის ინფორმაციას იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი ადგილობრივი რადიოს გადაცემაში, 1 Football Club-ში, „კვარას“ პოტენციურ ტრანსფერზე „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რუდ კროლმა ისაუბრა, რომელსაც ნიდერლანდების ნაკრებში 83 მატჩი გაუმართავს.

„ბარსელონას ინტერესი და დარჩება თუ არა კვარა ნაპოლიში? ბარსელონას ფული არ აქვს. ისინი ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ, მაგრამ ფული არ აქვთ. ჩავი ერნანდესი გუნდს იმიტომ ტოვებს, რომ ფეხბურთელთა შესაძენად, რომლებიც მას სჭირდება, კლუბს ფინანსური რესურსი არ გააჩნია“.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე ხვიჩა 85 მილიონ ევროდაა შეფასებული და „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მის გაშვებას არ აპირებს. იტალიურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ დე ლაურენტისი „ნაპოლის“ მომავლის აშენებას ხვიჩას გარშემო გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მანქანის მორიგი გაკვეთილი“ | მერაბ დვალიშვილის სახალისო ვიდეო
„მანქანის მორიგი გაკვეთილი“ | მერაბ დვალიშვილის სახალისო ვიდეო