ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი ბრუნდება - ლევანტე უშუალო კონკურენტს დაუპირისპირდება

ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ლევანტე’’ „სარაგოსას’’ მიიღებს. ვალენსიურ გუნდს გიორგი ქოჩორაშვილი უბრუნდება, რომელმაც ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან გამართული მატჩების შემდეგ ძალები აღიდგინა და თამაშისთვის მზადაა.

33 ტურის შემდეგ „ლევანტე’’ მე-11 ადგილზეა, თუმცა საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. თუ „ლევანტე’’ საუკეთესო ექვსეულში მოხვდება, ფლეი-ოფის გზით ელიტაში აღზევების შანსს მიიღებს. გიორგი ქოჩორაშვილის ხვალინდელი მეტოქე „სარაგოსა’’ სწორედ მე-6 ადგილზეა. ასე რომ, „ლევანტე’’ ერთ-ერთ კონკურენტს დაუპირისპირდება.

24 წლის გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა (11 სასტარტოში), მინდორზე 888 წუთი გაატარა და 2 გოლი შეაგდო („მირანდესთან'' და „კარტახენასთან'').

როცა საბერძნეთთან გამარჯვების შემდგ ქოჩორაშვილი ესპანეთში დაბრუნდა, აეროპორტში Superdeporte-ს ჟურნალისტს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მისი მიზანი ლა ლიგაში აღზევებაა.

გიორგი ქოჩორაშვილი:„ისტორია დავწერეთ, ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, წარმოვადგენდეთ ჩვენს ქვეყანას. მოდი ახლა დღევანდელ დღეზე ვკონცენტრირდეთ, რაც დღეს უნდა გავაკეთოთ. სასიამოვნოა ეს მხიარულება, მაგრამ ახლა უკვე „ლევანტეს’’ თამაშებზე ვარ კონცენტრირებული, ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი: ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რაც მოხდა
ქოჩორაშვილი: ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რაც მოხდა