გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი: ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რაც მოხდა

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Cadena SER-მა საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველთან გიორგი ქოჩორაშვილთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც „ქოჩორამ“ ევროპის ჩემპიონატზე და საკუთარ თავზე ისაუბრა.

„ქართველებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ეს ხშირად არ ხდება. წარმომიდგენია, რომ წლების შემდეგ, ამ ამბავს კიდევ უფრო უკეთ შევიგრძნობ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რაც მოხდა. ეს ყველასათვის მოტივაციაა.

ჩემი ისტორია მამარდაშვილის მსგავსია. იმუშავე, იბრძოლე და გზა განაგრძე. ჩამოვედი ჟირონაში, სადაც ახალგაზრდულ გუნდში ბევრი რამ მასწავლეს. ჩემი ფეხბურთი სწორედ იქ გავაუმჯობესე.

ბავშვობაში ესპანეთის ნაკრების ქომაგი ვიყავი. როცა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ვთამაშობდი, რა დროსაც ჟირონასგან ესპანეთში ჩასვლის შემოთავაზება მივიღე. შემდეგ, ფეხბურთელად კასტელონმა გამხადა. ჩემთვის თითოეული ვარჯიში ფინალის ტოლფასია.

სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ და მას დიდ ყურადღებას არ ვუთმობ. ყოველდღიურად შრომით ვარ დაკავებული, რადგან შედეგი მხოლოდ ასე მოდის. ვცდილობ, რომ ის ყველაფერი, რაზეც ყველა ფიქრობს, რეალობად ვაქციო“.

- ციტირებს ქოჩორაშვილის სიტყვებს Cadena SER-ი.

აქვე გეტყვით, რომ „ლევანტეს“ ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 33 ტურის შემდეგ, 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა. 6 აპრილს ვალენსიელები საკუთარ კედლებში „სარაგოსას“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაღალი IQ - რატომ არის ნიკოლაიშვილი ბუნდესლიგისთვის იდეალური ტალანტი
მაღალი IQ - რატომ არის ნიკოლაიშვილი ბუნდესლიგისთვის იდეალური ტალანტი