იურგენ კლოპი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

კლოპი: ალონსოს მესმის, მსგავს სიტუაციაში მეც ასე მოვიქეცი და არ მინანია

ჩაბი ალონსომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამ სეზონის შემდეგ, „ლევერკუზენს“ არ დატოვებს. ესპანელი სპეციალისტი რჩება.

ალონსოს ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი ვინც ჩაბის არჩევანი მოუწონა, იურგენ კლოპი იყო.

„მხოლოდ ახალგაზრდა მწვრთნელზე შემიძლია ვისაუბრო, რომელიც კარგად მუშაობს. კლუბში მსგავს სიტუაციაში ყოფნისას, თითქმის იგივე გავაკეთე და არასდროს მინანია. ეს არის თითქმის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამის შესახებ.

ის იქ წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს. ლევერკუზენს კარგი გუნდი ჰყავს და ისინი ალბათ შემადგენლობას შეინარჩუნებენ. ყველა სეზონი ასე წარმატებული არ გამოდის. ასე რომ, მე მესმის, რატომ სურს მას დარჩენა. რაც შეეხება დანარჩენს, ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს. სულ ეს არის“,

- განაცხადა კლოპმა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალონსო შესაძლოა „ლივერპულში“ კლოპის შემცვლელი ყოფილიყო, თუმცა ჩაბიმ დარჩენა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღემდე არ ვიცი რატომ გამაძევეს“ - გიორგი ლორიამ საბერძნეთთან მატჩი შეაფასა
„დღემდე არ ვიცი რატომ გამაძევეს“ - გიორგი ლორიამ საბერძნეთთან მატჩი შეაფასა