ვინისიუს ჟუნიორი, ხოსე ლუის ჩილავერტი
Aa
Aa

ჩილავერტი: რასიზმის პრობლემა? რა ვქნათ ჩვენ თეთრებმა? სუიციდს მივმართოთ?

ლეგენდარულმა პარაგვაელმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა ვინისიუს ჟუნიორის საქციელი კვლავ გააკრიტიკა და ბრაზილიელზე ისაუბრა.

რასისტული შეურაცხყოფების შესახებ ვინისიუსმა საჯაროდ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თავდაპირველად ჩილავერტმა ასეთი რამ თქვა:

„პირველი, ვინც მეტოქეებს შეურაცხყოფს და თავს ესხმის, ის არის. ნუ ტირი, ფეხბურთი კაცებისთვისაა“.

ამის შემდეგ, ჩილავერტმა ხალხის ნაწილმა და პრესამ გააკრიტიკა, რასაც პარაგვაელმა მალევე უპასუხა:

„რატომ ითვლება მკაცრად ის, რაც დავწერე? იმიტომ რომ საღი აზრია? რატომ დაიწყო მან ტირილი? მან თქვა, რომ სურდა შავკანიანებს უკეთესი ცხოვრება ჰქონოდათ. რა უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ თეთრებმა? თვითმკვლელობა? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ნუ ამახინჯებთ სიტუაციას.

დისკრიმინაცია არგენტინაშია, საფრანგეთში - ყველგან. პარაგვაიდან არგენტინაში რომ ჩამოვედი, მოშიმშილე დამიძახეს, თქვეს, რომ ფულს ვიპარავდი. უბრალოდ შეხედეთ არგენტინის საზოგადოების შეურაცხყოფას.

ტვიტერზე დავწერე, რომ ფეხბურთი მამაკაცებისთვისაა. როცა პარაგვაიში ვამბობთ „ნუ იქნები მტირალა“, ჩვენ არ ვცდილობთ ვინმეს დამცირებას.

ოთახში ნეტფლიქსის კამერები იყო და ვინისიუსმა ტირილი დაიწყო. რა რჩება შავკანიან ბიჭს, რომელიც გამოიმუშავებს 300 დოლარს და ჰყავს 4 შვილი შესანახი?

ვინისიუსი მადრიდის რეალში თამაშობს. და ის პირველია, ვინც მეტოქეებს შეუტია“,

- განაცხადა ჩილავერტმა Splendid AM-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღემდე არ ვიცი რატომ გამაძევეს“ - გიორგი ლორიამ საბერძნეთთან მატჩი შეაფასა
„დღემდე არ ვიცი რატომ გამაძევეს“ - გიორგი ლორიამ საბერძნეთთან მატჩი შეაფასა