ლევან შენგელია
Aa
Aa

შენგელია: ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების რისკი გამოირიცხა

საქართველოს ნაკრების უნივერსალმა ლევან შენგელიამ, პირველი არხის სპორტულ გადაცემა „ტაიმაუტში“ საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა და მოედანს 2-3 კვირაში დაუბრუნდება.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ამ დიდ წარმატებას. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, პირველ დღეს რენტგენი გადავიღე, გუშინ კი MRI და გამოჩნდა, რომ მოტეხილობა არაა – უბრალოდ, ერთ-ერთი იოგი მაქვს გაწყვეტილი. ხვალიდან ვიწყებ ფიზიოთერაპიის კურსს და, ჩემი აზრით, დააახლოებით, 2-3 კვირის შუალედში მოედანზე დაბრუნება უნდა შევძლო. ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების რისკი გამოირიცხა.

ეს ეპიზოდი რამდენჯერმე ვნახე და შეგნებული უხეშობა არ იყო, სუფთა სათამაშო ეპიზოდი გახლდათ. უბრალოდ არ გამიმართლა იმაში, რომ ბერძენი მცველი წაქცევის დროს დამეცა, ფეხის გამოწევა ვერ მოვასწარი და ფეხი ისე ცუდად მომყვა, ტრავმა მივიღე“,

- განაცხადა ლევან შენგელიამ.

ამრიგად, თავდაპირველი მოლოდინი არ გამართლდა და შენგელია ევროპის ჩემპიონატისთვის მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ
სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ