გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილის მომდევნო მიზანი ექვსეულია - ლევანტემ ლა ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს

საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ისტორიული მატჩის შემდეგ გიორგი ქოჩარაშვილი „ლევანტეს“ დაუბრუნდა და დღეს ის მისი თანაგუნდელები სეგუნდადივიზიონის 33-ე ტურში სტუმრად „ვალიადოლიდს“ შეხვდებიან. ვალენსიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფელიპემ 24 წლის ქართველ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საჯაროდ მიულოცა. ათამაშებს თუ არა დღეს მას, თუ მგზავრობითა და 120-წუთიანი ტრილერის ჩატარებით გადაღლილს დასვენების საშუალებას მისცემს, ამაზე არაფერი არ უთქვამს.

ოცდათორმეტი ტურის შემდეგ “ლევანტე“ მეთერთმეტე ადგილზეა, თუმცა მეექვსე პოზიციას, რომელიც პლეი ოფში თამაშის საშუალებას იძლევა, მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. კლუბის საუკეთესო ბომბარდირი 7 გოლით მაროკოელი მოჰამედ ბულდინია, ყველაზე მეტი 7 საგოლე პასი კი ესპანელი სერხიო ლოსანოს ანგარიშზეა. ქოჩორაშვილის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 1 გატანილი ბურთია.

ლა ლიგა 2-ის ფორმატის თანახმად, გათამაშების ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი პრიმერადივიზიონის საგზურს ავტომატურად იღებს, მესამე-მეექვსე ადგილებზე გასული კლუბები კი ერთ საუკეთესოს პლეი ოფის პრინციპით გამოავლენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი: „როდესაც პენალტის დასარტყმელად მივდიოდი, მთელი სტადიონი მღეროდა, ამან კი...“
ქოჩორაშვილი: „როდესაც პენალტის დასარტყმელად მივდიოდი, მთელი სტადიონი მღეროდა, ამან კი...“