გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe-ი ვილი სანიოლს ესაუბრა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, კითხვები უკვე ფინალურ ეტაპზე გუნდის გეგმები შესახებ დაუსვეს.

„გუნდში მყავს 4-5 ძალიან კარგი ფეხბურთელი, მაგალითად როგორებიც არიან ხვიჩა, რომელსაც ყველა იცნობს, ასევე კიტეიშვილი, მამარდაშვილი. მაგრამ, როცა საქართველოში ჩავედი, მამარდაშვილი იმ მომენტში მეორე ან მესამე მეკარე იყო და როდესაც ესპანეთში შანსი გამოიყენა, შემდეგ აფეთქდა.

ჩვენ ასევე გვყავს ზურიკო დავითაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ძალიან მომწონს. ფეხბურთელებმა პროგრესი განიცადეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი პოლონეთში თამაშობს, ასევე პოლონეთის ლიგაში, კვიპროსში. ჩვენ ამბიციების მიმართ რეალისტები უნდა ვიყოთ.

კარიერის განმავლობაში უამრავი ემოცია განმიცდია და ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ეს სულ სხვაა. ამ ემოციებს მხოლოდ 2001 წელს ბაიერნში ჩემპიონთა ლიგის მოგებას, თუ შევადარებ, თუმცა ეს უფრო დიდი რამ იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად წასვლას არ აპირებენ. კარგია, რომ ეს უკვე ვიცი. მათ საკუთარი თავის პროექცია სურთ. ევროპის ჩემპიონატზე აუტსაიდერები ვიქნებით, მაგრამ ჩვენ ისე არ მოვიქცევით, როგორც აუტსაიდერები. ამბიციურები უნდა ვიყოთ. როცა გუნდი ჩავიბარე D ლიგაში ვიყავით, ახლა კი B-ში ვართ. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და სამომავლოდ ფინალურ ეტაპზე გასვლა შესარჩევიდანაც უნდა შევძლოთ.

ამ წარმატების გავლენა ჩემს მომავალზე? წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი ხელშეკრულება 2024 წლის ბოლოს სრულდება, მაგრამ საქართველო ჯერ არ დამიტოვებია. ახლა მხოლოდ ევროზე ვფიქრობ“.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩავერთვებით და დორტმუნდში თურქეთს შეხვდებით (20:00), ვილი სანიოლის გუნდი მეორე ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ამ მატჩს ჰამბურგი უმასპინძლებს და მას 22 ივნისს, თბილისის დროით, 17:00-დან ვიხილავთ. მესამე ტურს რაც შეეხება, ჩვენი ბიჭები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გელზენკირხენში 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ტრიუმფი პენალტების სერიაში“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე
“ტრიუმფი პენალტების სერიაში“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე