ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„კარგი მებრძოლია, მოვსარი მისთვის რთული მეტოქეა“ | მახაჩევმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. რუს მებრძოლს მიაჩნია, რომ მოვსარ ევლოევს „ელ მატადორის“ დამარცხება შეუძლია და მაღალ წონით დივიზიონში ასვლამდე, ილიამ საკუთარ დივიზიონზე უნდა იფიქროს.

„ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, სოციალურ ქსელში გამარჯვება მივულოცე, მან კი ინსტაგრამზე რაღაც პოსტი გამოაქვეყნა, ჩემი ძველი ბრძოლის კადრები იყო და ვერ მივხვდი, ეს რატომ გააკეთა. არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა, ისლამმა თოფურიაზე ილაპარაკაო, მაგრამ არ მახსოვს, მასზე რამე მეთქვას.

ილია კარგი მებრძოლია და მაგარი კრივი აქვს, მაგრამ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში არის ბიჭი, ვისთანაც რთული ჩხუბი ელოდება. მოვსარ ევლოევს მისი დამარცხება შეუძლია და ის, ილიასთვის, სტილისტურად ცუდი მეტოქეა.

ვნახოთ, რა მოხდება. ვოლკის დამარცხების შემდეგ, ყველაფერზე ილაპარაკა. მსუბუქ წონით დივიზიონზე, ნახევრად საშუალო წონით დივიზიონზე, კრივზე, ყველაფერზე, მაგრამ ურჩევნია, საკუთარ დივიზიონზე იყოს ორიენტირებული. შონ ომალიმაც იგივე გააკეთა. არადა, ორივე მათგანის დივიზიონში არის მებრძოლი, რომელთანაც რთული ჩხუბი ელით. ომალისთვის ეს მებრძოლი მერაბია, ილიასთვის - მოვსარი. თანაც, ევლოევის გარდა, თოფურიას მაქს ჰოლოუეიც ჰყავს“.

ცნობისთვის, ვოლკანოვსკის დამარცხებისა და UFC-ის ჩემპიონის ქამრის მოგების შემდეგ, თოფურიამ კონორ მაკგრეგორთან მადრიდში ჩხუბის გამართვის სურვილი გამოთქვა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ სამომავლოდ ბრძოლას ისლამ მახაჩევთანაც იჩხუბებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსუქანი და ასაკში შესული მებრძოლი ვეგონე“ | კევინ ჯეიმსმა მერაბთან სპარინგი გაიხსენა
„მსუქანი და ასაკში შესული მებრძოლი ვეგონე“ | კევინ ჯეიმსმა მერაბთან სპარინგი გაიხსენა