გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

ლამაზი ჯარიმა გაიტანა | გულიაშვილის დუბლი ველეზ მოსტარის რიგებში

გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის თასზე დუბლი შეასრულა. გათამაშების მეოთხედფინალში, ქართველი ფეხბურთელის „ველეზ მოსტარი“ „შიროკი ბრიეგს“ დაუპირისპირდა და სტუმრად 2:1, საკუთარ კედლებში კი 2:3 წააგო.

„შიროკი ბრიგმა“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო და მე-20 წუთზე, 2:0-ს იგებდა. 32-ე წუთზე, გულიაშვილმა თავი გამოიჩინა და ლამაზი ჯარიმით ჩამორჩენა 1 გოლამდე დაიყვანა, 43-ზე კი მეკარესთან პირისპირ დარჩა და წონასწორობა აღადგინა.

სამწუხაროდ, ეს „ველეზ მოსტარის“ მაქსიმუმი აღმოჩნდა. 75-ე წუთზე, მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რითაც „შიროკი ბრიეგმა“ ისარგებლა და მესამე გოლი გაიტანა. „ველეზ მოსტარი“ ორი მატჩის ჯამში 3:5 დამარცხდა და ნახევარფინალში ვერ გავიდა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გულიაშვილს მონაწილეობა 21 შეხვედრაში აქვს მიღებული. მის ანგარიშზე 7 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორივე ნამდვილი მონსტრია“ | ომალის მწვრთნელმა ილიასა და მერაბზე ისაუბრა
„ორივე ნამდვილი მონსტრია“ | ომალის მწვრთნელმა ილიასა და მერაბზე ისაუბრა