ვილი სანიოლი, გიორგი არაბიძე
Aa
Aa

რატომ არ გამოიძახა გიორგი არაბიძე | ვილი სანიოლის განმარტება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ლუქსემბურგთან მატჩისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა შორის გიორგი არაბიძე ვერ მოხვდა და სანიოლმა ახსნა, ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო.

„გიორგი არაბიძე მოიაზრებოდა გაფართოებულ სიაში. ტორპედოში კარგი სეზონი ჰქონდა და მეც ვაკვირდებოდი. ბევრს უნდა მისი გამოძახება. მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. მესმის, რომ საუკეთესო არ ვარ, მაგრამ იურგენ კლოპი არის ერთ-ერთი საუკეთესო და მან თქვა, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც არ შეუძლია ინტენსივობით თამაში, ლიონელ მესია. თანამედროვე ფეხბურთში ინტენსივობა ყველაზე მნიშვნელოვანია და არაბიძემ სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოუმატოს“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

საქართველო - ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და ოსიმენი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ“ | ზამბო ანგისას კომენტარი
„კვარა და ოსიმენი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ“ | ზამბო ანგისას კომენტარი