მილანი
Aa
Aa

მილანი სანქციების წინაშე? - კლუბის ოფისში ფინანსური პოლიცია შევიდა

„მილანის’’ სათაო ოფისში იტალიის ფინანსური პოლიცია შევიდა. ოფისიდან გარკვეული დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს. იტალიის პროკურატურიის ვერსიით, მილანურ კლუბს არა RedBird, არამედ კლავ ელიოტის მენეჯმენტი ხელმძღვანელობს. RedBird-მა ფორმალურად კლუბი 2022 წელს შეიძინა, თუმცა პროკურატურაში ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და კლუბს რეალურად არ ფლობენ.

ელიოტის მენეჯმენტი პარალელურად ფრანგულ „ლილის’’ ფლობს. სწორედ ამიტომ, „მილანი’’ იურიდიულად მათ საკუთრებაში არაა, „ელიოტის’’ მენეჯმენტი კლუბის რეალური მფლობელია, რაც UEFA-ს წესების დარღვევაა. ცხადია, ამ ტიპის ბრალდებას მყარი იურიდიული საფუძველი სჭირდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კლუბი სანქციებს ვერ ასცდება.

როგორც სხვადასხვა იტალიური წყაროები წერენ, ეჭვმიტანილთა სიაში ისეთი ფიგურები არიან როგორებიც „მილანის'' ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯო ფურლანი და ყოფილი დირექტორი ივან გაზიდისი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები