დროის გაყვანა ბრაზილიურად | კურიოზი ფლუმინენსესა და ბოტაფოგოს მატჩში
Aa
Aa

დროის გაყვანა ბრაზილიურად | კურიოზი ფლუმინენსესა და ბოტაფოგოს მატჩში

ბრაზილიის თასის შეხვედრამ, რომელშიც ერთმანეთს „ფლუმინენსე“ და „ბოტაფოგო“ დაუპირისპირდნენ, საფეხბურთო სამყაროს ყურადრება მიიპყრო. რიო დე ჟანეიროს კლუბების დერბი „ბოტაფოგოს“ გამარჯვებით დასრულდა, მატჩის ბოლოს განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე, როცა „ბოტაფოგო“ 3:2-ს იგებდა, სტუმართა 67-ე ნომერმა, იარლენ ფაუსტინო აუგუსტომ ტრავმა მიიღო, მაგრამ მოედნის საზღვრებს მიღმა იმყოფებოდა. „ბოტაფოგოს“ მარცხენა მცველმა ჰუგომ გადაწყვიტა, მომენტით ესარგებლა, დრო გაეყვანა და თანაგუნდელი მოედანზე შეათრია.

ჰუგოს ქმედებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, საქმეში „ფლუმინენსეს“ ფეხბურთელები ჩაერთვნენ. „ფლუს“ მეკარემ, დროის გაყვანის თავიდან ასარიდებლად, აუგუსტოს ხელი ფეხებში მოჰკიდა და მოედნიდან გაათრია, თუმცა, „ბოტაფოგოს“ სათადარიგოთა სკამზე მყოფმა მოთამაშემ თანაგუნდელი მოედანზე მალევე დააბრუნა.

ცნობისთვის, სტუმართა მცდელობამ სასურველი შედეგი გამოიღო და მათ 4:2 იმარჯვეს. მატჩის გადამწყვეტი გოლი სწორედ ჰუგოს ასისტით გავიდა და მისი ავტორი ემერსონ ურსო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იყავი კაცი და დანარჩენიც გადმორიცხე“ | დვალიშვილმა მალიხინს მიმართა
„იყავი კაცი და დანარჩენიც გადმორიცხე“ | დვალიშვილმა მალიხინს მიმართა