გიორგი არაბიძე, სტივ კინი
Aa
Aa

ქომაგებს ვეთანხმები, მაგრამ მე ნაკრების მწვრთნელი არ ვარ - სტივ კინი არაბიძეზე

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის პირველ ტურში ქუთაისის „ტორპედომ'' შინ „სამტრედია'' 4:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა ერიკ ბარიოსის ავტოგოლით გახსნეს (მე-4 წუთი), შემდეგ დებიუტანტმა ბიორნ იონსენმა გაიტანა (მე-8 წუთი), რასაც გიორგი არაბიძის ზუსტად შესრულებული პენალტი მოჰყვა (30-ე წუთი), სტივ კინის გუნდმა ტაიმი დამაჯერებლად, 3:0 მოიგო. 66-ე წუთზე ბიორნ იონსენმა დუბლი შეასრულა, 76-ე წუთზე ომრან ჰაიდარმა პენალტის ნიშნულიდან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ სტივ კინმა მედიასთან ისაუბრა. მას გიორგი არაბიძის ეროვნულ ნაკრებში მიწვევის შესახებ ჰკითხეს, სტივ კინის აზრით არაბიძე ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ეს კითხვა ვილი სანიოლის მისამართით უნდა დაისვას. სტივ კინის კომენტარს Facebook-ში „ტორპედოს'' ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

სტივ კინი: „მე არ უნდა მისვამდეთ კითხვას მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ ნაკრების მწვრთნელი. „ტორპედოს'' ვწვრთნი და ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. ვაკეთებთ ანალიზს, უბურთოდაც ვნახულობთ მის მონაცემებს... ძალიან მაღალ დონეზეა. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები