გივი მაჭარაშვილი, გიორგი იანტბელიძე, აკაკი ქემერტელიძე
Aa
Aa

6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი! - მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გივი მაჭარაშვილმა, აკაკი ქემერტელიძემ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ განვლილი ტურნირი შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთში გამართულ ევროპირველობაზე ოქროს მედალი გივი მაჭარაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედლები გენო პეტრიაშვილისა და აკაკი ქემერტელიძის ანგარიშზეა, ბრინჯაოს მედლებს კი რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე დასჯერდნენ. ამასთან, საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია - ქართველი მოჭიდავეების წარმატებული გამოსვლა
მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია - ქართველი მოჭიდავეების წარმატებული გამოსვლა