გივი მაჭარაშვილი, აკაკი ქემერტელიძე
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მაჭარაშვილი და ქემერტელიძე ფინალში გავიდნენ

ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში აკაკი ქემერტელიძე და გივი მაჭარაშვილი გავიდნენ.

70 კილოში აკაკი ქემერტელიძის მეტოქე ბულგარეთის სახელით მოასპარეზე რამაზან ელდაროვიჩ რამაზონოვი იყო, რომელიც ქართველმა ფალავანმა 5:2 დაამარცხა. აკაკი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში სომეხ არმან ანდრეასიანს დაუპირისპირდება. ნახევარფინალამდე ქემერტელიძემ ბელორუს ულადისლავ კოიკასა და თურქ ჰაიდარ იავუზს აჯობა.

97 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში კი გივი მაჭარაშვილმა თურქ იბრაჰიმ ჩიმჩის მოუგო და კონტინენტის პირველობის ფინალში აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს შეხვდება. ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალამდე ლიეტუველი ლუკაშ კრაშაუშკასი და ბელორუსი ალიქსანდრ ჰუშტინი დაამარცხა.

ხვალვე ბრინჯაოს მედლებისთვის რობერტ დინგაშვილი , გოდერძი ძებისაშვილი და ავთანდილ კენჭაძე იჭიდავებენ. სამწუხარო სამივე მოჭიდავემ თავიანთი ნახევარფინალური შეხვედრები დათმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენით იატაკს მოვწმენდ - თოფურიამ ვოლკანოვსკის ქამარი წაართვა
შენით იატაკს მოვწმენდ - თოფურიამ ვოლკანოვსკის ქამარი წაართვა