მარსელი, დონეცკის შახტარი, ლუკა ლაცაბიძე
Aa
Aa

მარსელის წინააღმდეგ - ლაცაბიძე შახტარის განაცხადში მოხვდა

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე თვეში დონეცკის „შახტარმა“ ლუკა ლაცაბიძე ოფიციალურად დაიმატა.

უკრაინული გუნდი, ევროპის ლიგაზე „მარსელს“ უნდა დაუპირისპირდეს. გოჩოლეიშვილის და აზაროვის განაცხადში ყოფნა არავისთვის არის გასაკვირი.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „მარსელის“ წინააღმდეგ, „შახტარის“ განაცხადში ლაცაბიძეც მოხვდა და საჭიროების შემთხვევაში სათამაშო წუთებს მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ „მარსელისა“ და „სახტარის“ 1/16-ფინალური მატჩი 15 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.,

ცნობისთვის, ლუკა ლაცაბიძე ამპლუით ცენტრალური მცველია. ქართველი ფეხბურთელი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და ძირითადად ამავე გუნდის ახალგაზრდულ შემადგენლობაში თამაშობდა, მთავარ გუნდში დებიუტი კი 2023 წლის 5 ივნისს ჰქონდა. ამავდროულად, 19 წლის მცველი რეგულარულად ხვდებოდა საქართველოს ნაკრების ასაკობრივ გუნდებშიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეცდომები დაუშვეს, უმნიშვნელოვანესი ჩხუბი ელოდებათ“ | დენა უაითი მერაბსა და სეხუდოზე
„შეცდომები დაუშვეს, უმნიშვნელოვანესი ჩხუბი ელოდებათ“ | დენა უაითი მერაბსა და სეხუდოზე