ანტონიო კონტე
Aa
Aa

ნაპოლი გამოირიცხა - ანტონიო კონტე მილანს შეუთანხმდა

Telelombardia-ს ინფორმაციით ზაფხულში „მილანის’’ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება. 54 წლის იტალიელმა სპეციალისტმა „როსონერისგან’’ წინადადება მიიღო, შეთანხმება შედგა და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სტეფანო პიოლის შეცვლის.

მიმდინარე თვეში იტალიური სააგენტო Libero წერდა, რომ „ნაპოლის'' პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კონტეს 3-წლიან კონტრაქტსა და ამ დროის განმავლობაში ხელფასის სახით 24 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა როგორც ჩანს, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში „მილანი’’ 46 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს’’ 8 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან „იუვენტუსს’’ – 7 ქულით. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილზე გავიდა და თამაშს ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

კონტე „არეცოში’’ (2006, 2007), „ატალანტაში’’ (2009-10), „სიენაში’’ (2010-11), „იუვენტუსში’’ (2011-14), „ჩელსისა’’ (2016-18) და მილანის „ინტერში’’ მუშაობდა. ასევე, წვრთნიდა იტალიის ეროვნულ ნაკრებს (2015-16). მისი ბოლო კლუბი „ტოტენჰემი’’ იყო (2021-23), „დეზებიდან’’ გასული სეზონის მარტში გაუშვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები