კრიშტიანუ რონალდუ, ფერნანდუ სანტუში
Aa
Aa

„კმაყოფილი არ ყოფილა, როცა სკამზე დავტოვე“ | სანტუში 2022 წლის მუნდიალსა და რონალდუზე

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ფერნანდუ სანტუშმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისას, კრიშტიანუ რონალდუს ქმედებებზე ისაუბრა. სანტუშმა რონალდუს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა და ახსნა, მისი სკამზე დატოვება რატომ გადაწყვიტა.

„რონალდუ კმაყოფილი არ ყოფილა, როცა ორი მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გუნდის მიმართ, იდეალური დამოკიდებულება ჰქონდა. შვეიცარიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც 6:1 მოვიგეთ, გოლები აღნიშნა და მოედანზე გასვლის შემდეგ, გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთა. მეოთხედფინალი რომ მოგვეგო, ძირითადში დაბრუნდებოდა. მისი სასტარტოს მიღმა დატოვება ტაქტიკური გადაწყვეტილება გახლდათ, რომლის მიღებაც ძალიან გამიჭირდა.

კრიშტიანუს მისამართით დიდი სიმპათიები მაქვს, რომლებიც საფეხბურთო სამყაროს სცდება. დღესდღეობით, რონალდუ საოცარ ფორმაშია, ბევრი გოლი გააქვს და სათამაშო დრო რეგულარულად ეძლევა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კი ასე არ ყოფილა. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს მაროკოსთან დაემშვიდობა და ის მატჩი 0:1 წააგო. მაროკოსთან ძირითადში გონსალუ რამუში გამოჩნდა, კრიშტიანუ კი თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რობერტ უიტეკერი: „თოფურია ვოლკანოვსკისთვის ურთულესი ტესტი იქნება“
რობერტ უიტეკერი: „თოფურია ვოლკანოვსკისთვის ურთულესი ტესტი იქნება“