გორის დილა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა
Aa
Aa

გორის დილა 12-მა ფეხბურთელმა დატოვა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დაწყებამდე 1 თვით ადრე, გორის „დილა“ 12-მა ფეხბურთელმა დატოვა. ინფორმაცია „დილას“ Facebook-გვერდზე ვრცელდება.

კლუბის მიერ გავრცელებული ცნობებით, გორელთა ღირსებას ამიერიდან აღარ დაიცავენ ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა, რევაზ ჩიტეიშვილი, ევგენი კუჩერენკო, ზურაბ თევზაძე, თორნიკე ძოწენიძე, მიშიკო სარდალიშვილი, ონორე გომისი, მიკოლა კოვტალიუკი, სერგი კუხიანიძე, ბანტუ მზვაკალი და ჟან ვიქტორი.

ასევე, „დილას“ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბი უახლოეს პერიოდში ახალ ფეხბურთელებს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ გორის დილამ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ გასულ სეზონში 60 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა. გორული კლუბი წელს ევროსეზონების მიღმა აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები