აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დამატებითი მოტივაცია | დე ლაურენტისი სუპერ თასის მოგების სანაცვლოდ გუნდს ბონუსს დაჰპირდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერ თასის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება. ნეაპოლური გამოცემის, Il Mattino-ს ინფორმაციით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ძალიან უნდა, მისმა გუნდმა ტიტული მოიგოს და წარმატების სანაცვლოდ, ფეხბურთელებს ბონუსს დაჰპირდა.

„დე ლაურენტისი სუპერ თასზე სერიოზულად ფიქრობს და გამარჯვების სანაცვლოდ, მოთამაშეებს ფულად ჯილდოს დაჰპირდა. ტიტულის მოგება მიმდინარე სეზონის წარუმატებელ პერიოდსა და პრობლემებს წარსულში დატოვებს და გუნდში თვითრწმენას დააბრუნებს“, - წერს Il Mattino.

სუპერ თასის ფინალურ შეხვედრაზე Corriere della Sera-მაც დაწერა და ყურადღება „პარტენოპეის“ თავკაცის, ვალტერ მაცარის გეგმებზე გაამახვილა. ავტორიტეტული გამოცემის მიხედვით, იტალიელი სპეციალისტი „ფიორენტინასთან“ მატჩში გამოყენებულ ტაქტიკას არ უღალატებს და კვლავ 3-4-2-1 სქემით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიოს ულტიმატუმი ნაპოლის | რას აპირებს დე ლაურენტისი
მოურინიოს ულტიმატუმი ნაპოლის | რას აპირებს დე ლაურენტისი