აურელიო დე ლაურენტისი, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო ხვიჩასთან? - ჟოზე ლაურენტისთან მოლაპარაკებას გამართავს

The Sunday Times-ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს „რომადან’’ წამოსვლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება მალე სურს. შესაძლოა, პორტუგალიელი ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელი გახდეს, უახლოეს დღეებში მოურინიო „ნაპოლის’’ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება. მხარეები შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

გასულ სეზონში სერია ა-ს მოგების შემდეგ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლიდან’’ წავიდა, ის რუდი გარსიამ შეცვალა, თუმცა მან მოლოდინი ვერ გაამართლა, „ნაპოლი’’ არასტაბილურ გუნდად იქცა. ვითარება არც მას შემდეგ შეიცვალა, როცა გარსია გაუშვეს და ვალტერ მაცარი დააბრუნეს. შესაძლოა, აურელიო დე ლაურენტისი კრიზისის დაძლევის კუთხით გამოსავალს მოურინიოს დანიშვნაში ხედავდეს.

60 წლის ჟოზე მოურინიოს სერია ა-ში მილანის „ინტერსა’’ (2008-10) და „რომაში’’ (2021-24) უმუშავია. მილანურმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით სერია ა (2008-09, 2009-10), იტალიის თასი (2009-10), იტალიის სუპერთასი (2008) და ჩემპიონთა ლიგა (2009-10) მოიგო. „განსაკუთრებულის'' გაწვრთნილმა „რომამ'' კონფერენს ლიგის თასი მოიპოვა (2021-22) და ევროპა ლიგის ფინალში „სევილიასთან'' დამარცხდა (2022-23).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები