ვინჩენცო იტალიანო
Aa
Aa

„ნაპოლიმ ცოტათი გაგვაკვირვა“ | რა თქვა ფიორენტინას თავკაცმა მატჩის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერ თასის ფინალში გავიდა და „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, „ვიოლას“ თავკაცმა, ვინჩენცო იტალიანომ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და „პარტენოპეის“ გამარჯვება მიულოცა.

„ნაპოლიმ ცოტათი გაგვაკვირვა, რადგან ითამაშა ტაქტიკით, რომლის წინააღმდეგაც ასპარეზობას შეჩვეული არ ვართ (3-4-2-1-ით ითამაშა ნაპოლიმ) და მასთან გამკლავება გვიჭირს. მიუხედავად ამისა, თამაშში ბოლომდე დავრჩით და პენალტიც გავაფუჭეთ. ბოლომდე ვეცადეთ, მაგრამ მატჩის მიწურულს ორი შეცდომა დავუშვით და გამარჯვებულის ბედიც წამებში გადაწყდა. ნაპოლის წარმატებასა და ფინალში გასვლას ვულოცავ.

პარტენოპეის თავისი თამაშის ჩვენების საშუალება არ მივეცით, მაგრამ გვაქვს შეხვედრები, რომლებშიც შეტევაში არაფერი გამოგვდის და ეს მატჩი ერთ-ერთი მათგანი იყო. გაუქმებული გოლი, გაფუჭებული პენალტი და მარცხი. ნეაპოლელებს ვულოცავ, რომ კარგად შეგვბოჭეს და ამ მატჩისთვის შესანიშნავად მოემზადნენ.

ვფიქრობ, ბევრად მეტის გაკეთება შეგვეძლო და გვქონდა უნარი, ნაპოლისთვის სერიოზული ზიანი მიგვეყენებინა. 0:3-ის გამო, ვწუხვარ და შეგვეძლო, ტაბლოზე სხვა შედეგი დაგვეფიქსირებინა. ნაპოლისნაირად რომ გვეთამაშა, 0:7 ან 0:8-ს წავაგებდით. მგონია, რომ მათნაირი ფეხბურთის ჩვენება არ გვჭირდება, რადგან პრინციპები გვაქვს და კლუბში სხვა რამეს ითხოვენ, თუმცა, ამასთან, გვრჩება ხვრელები, რომლებიც დღეს კარგად გამოჩნდა და მეტოქემ კარგად გამოიყენა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ფინალურ შეხვედრას 22 იანვარს გამართავს და „ლაციოს“ ან „ინტერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებელი გამარჯვება - ნაპოლი იტალიის სუპერ თასის ფინალშია
დამაჯერებელი გამარჯვება - ნაპოლი იტალიის სუპერ თასის ფინალშია