ფაბრიციო რომანო, ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა - სანჩო დორტმუნდში დღეს ჩაფრინდება

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დორტმუნდის „ბორუსიაში“ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეება საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

რომანო წერს, რომ ინგლისელი ფეხბურთელი დორტმუნდში დღეს საღამოს ჩაფრინდება და სამედიცინო ხელშეკრულებას გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურება. მისივე ინფორმაციით, გერმანელები სანჩოს იჯარის სანაცვლოდ „წითელ ეშმაკებს“ 4 მილიონ ევროსა და ფეხბურთელის ხელფასის ნაწილსაც გადაუხდიან.

ინგლისელი ფეხბურთელი ბორუსიაში 6-თვიანი იჯარით გადავა, თუმცა, გერმანულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩო დორტმუნდში 2017-2021 წლებშიც თამაშობდა და გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ 137 მატჩში 50 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს ბონუსების ჩათვლით 100 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები