კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე რეალში ითამაშებს - ფრანგი სამეფო კლუბს შეუთანხმდა

Footmercato-ს ინფორმაციით, კილიან მბაპემ მადრიდის რეალთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ფრანგს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ეწურება, ზაფხულში რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

თაიმსის ცნობით, მადრიდის რეალმა მბაპეს გადაწყვეტილების მისაღებად საბოლოო ვადად იანვრის თვე დაუწესა. საბოლოო ვადის დაწესების გამო მბაპე უკმაყოფილო იყო, ლივერპულის ვარიანტასაც განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა სამეფო კლუბს მიანიჭა.

25 წლის მბაპემ პროფესიული კარიერა მონაკოში დაიწყო, 2017 წლიდან პსჟ-ს ფეხბურთელია. პარიზულ გუნდთან ერთად ლიგა 1 ხუთჯერ მოიგო. 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა ფინალში ბაიერნთან დამარცხდა.

L’Equipe-ის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ ოპტიმიზმს ინარჩუნებდა, პარიზულ კლუბში იმედოვნებდნენ, რომ კილიანი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებდა. კლუბის წარმომადგენლები მის აგენტებთან შეხვედრების გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ფეხბურთელმა უპირატესობა მადრიდის „რეალს'' მიანიჭა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები