მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის | ხელბურთელთა ნაკრებმა საუდის არაბეთი დაამარცხა
Aa
Aa

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის | ხელბურთელთა ნაკრებმა საუდის არაბეთი დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს და 10 იანვარს დაიწყება. ჩვენმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და საუდის არაბეთს დაუპირისპირდა.

ქართველმა ხელბურთელებმა კარგად ითამაშეს და პირველი ტაიმი 16:12 მოიგეს, საბოლოო ანგარიში კი 31:26 გახლდათ მათ სასარგებლოდ. საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე (5 გოლი). ასევე უნდა აღინიშნოს გიორგი დიხამინჯიას შესანიშნავი მატჩი, რომელმაც მეტოქეს 6 გოლი გაუტანა.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ჩვენი გუნდი კიდევ ერთ მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს. ხვალ, საქართველოს ნაკრები ქუვეითს დაუპირისპირდება, შემდეგ კი მთელ ყურადღებას ევროპირველობაზე გადაიტანს.

ცნობისთვის, საქართველო E ჯგუფში იმყოფება და ჩვენი მეტოქეები შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებები არიან. პირველი შეხვედრა 11 იანვარს, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გველის. მეორე ტურში შვედეთს შევხვდებით, მესამეში - ბოსნია და ჰერცეგოვინას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე სტატისტიკა, პირველი კომენტარი და საინტერესო ინფორმაცია | მიქაუტაძე მეცში
ბრწყინვალე სტატისტიკა, პირველი კომენტარი და საინტერესო ინფორმაცია | მიქაუტაძე მეცში