ლევან შენგელია
Aa
Aa

გადამწყვეტი გოლი შექმნა | შენგელიას საგოლე პასი საბერძნეთში

საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-16 ტურში, ლევან შენგელიას „პანეტოლიკოსი“ „პანსერაიკოსს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 3:2 მოიგო და გადამწყვეტი გოლი შენგელიას საგოლე გადაცემით გავიდა.

ლევანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე გამოჩნდა. შენგელიამ ბალდასარა ჩაანაცვლა და თანაგუნდელს 84-ე წუთზე გაატანინა. მის ჩაწოდებულ ჯარიმას სილვა ტორეხონის გოლი მოჰყვა, რომელმაც მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას გუნდს 16 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს. „პანეტოლიკოსს“ ზედიზედ 4 მატჩია არ წაუგია და მომდევნო შეხვედრაში რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 7 იანვარს, შენგელია და კომპანია სტუმრად „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა დავითაშვილი გაყიდონ | ბორდოს ფინანსური პრობლემები აქვს
შესაძლოა დავითაშვილი გაყიდონ | ბორდოს ფინანსური პრობლემები აქვს