კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებზე: „მოლაპარაკებები ნამდვილად იყო, მაგრამ...“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანურ მედიასთან ინტერვიუს დროს ბრაზილიის ნაკრებთან არსებულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სამეფო კლუბში“ დარჩენით ბედნიერია.

რა თქვა ანჩელოტიმ:

ყველამ და მათ შორის მადრიდის „რეალმაც“ იცის, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს, ედნალდო როდრიგესს ვესაუბრე და მას ჩემი მისამართით გამოხატული ინტერესის გამო მადლობას ვუხდი. მან შეძლო და ამ შემოთავაზებით ნამდვილად დამაინტერესა, მაგრამ ყველაფერი „რეალთან“ არსებულ სიტუაციაზე იყო დამოკიდებული, ეს ყველასთვის ნათელი იყო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მინდოდა და დავრჩი.

ჩემთვის დასაფასებელია ის ფაქტი, რომ კლუბს ჩემთან მუშაობის გაგრძელება სურს. დეტალები არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ კონტრაქტის განახლება არ მეჩქარება. ხელშეკრულება 30 ივნისამდე მოქმედებდა და ჩემდა სასიხარულოდ, კლუბმა ახლავე გადაწყვიტა გახანგრძლივება, რადგან, როგორც ჩანს ჩვენი, ერთობლივი მუშაობით კმაყოფილია.

ეს ძალიან მახარებს. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ჩემი შედეგი წარმატებულად, რადგან აქ წარმატებად ყველა თამაშის მოგება ითვლება.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალს“ პირველად 2014-2016 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. იტალიელი სპეციალისტი „სამეფო კლუბში“ მეორე ვადით 2021/22 წლების სეზონის დასაწყისში გამოჩნდა და ამჯერად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა | სანჩო დორტმუნდში ბრუნდება
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა | სანჩო დორტმუნდში ბრუნდება