დეკუ სოუზა, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„რთული გამოწვევა იქნება“ | რა თქვეს მაცარიმ და დეკუმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის გუნდი „ბარსელონას“ დაუპირისპირდება და მაცარის თქმით, მის ბიჭებს რთული შეხვედრები ელოდებათ.

„კალიარისთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ პლეიოფში გასული თექვსმეტივე გუნდი ძლიერია და მარტივი მეტოქე არც ერთ შემთხვევაში გვეყოლებოდა. ბარსელონასთან დაპირისპირება ნაპოლისთვის განსაკუთრებით რთული, მაგრამ საოცარი გამოწვევა იქნება“.

„ნაპოლისთან“ მატჩზე „ბლაუგრანას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმაც ისაუბრა და განაცხადა: „ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩები გველოდება. მოედანზე ვიხილავთ გუნდებს, რომლებსაც ფეხბურთის თამაში უყვართ, კრეატიული ფეხბურთელები ჰყავთ და შესანიშნავი ტექნიკით გამოირჩევიან. ბევრი მომენტი იყო, როცა ბარსელონამ კარგი თამაში აჩვენა და ვფიქრობ, ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ, ძლიერი გუნდი ვიქნებით. ნაპოლისთან მატჩებისთვის ყველა მოთამაშის მწყობრში ყოფნა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები თებერვალში გაიმართება: 13/14/20/21. საპასუხო შეხვედრები მარტში შედგება: 5/6/12/13.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის მეტოქე ცნობილია - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები
ნაპოლის მეტოქე ცნობილია - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები