ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

აზაროვი ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ცნობილმა სტატისტიკის სპორტულმა პორტალმა Whoscored-მა ჯგუფების სიმბოლური გუნდები შეადგინა.

ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“ H ჯგუფში „ბარსელონასთან“, „პორტუსთან“ და „ანტვერპენთან“ ერთად იმყოფებოდა. საბოლოოდ კი 9 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადავიდა.

Whoscored-ის მიერ შედგენილ გუნდში „შახტარიდან“ 2 მოთამაშე მოხვდა - მეკარე დმიტრი რიზნიკი (6.9) და ირაკლი აზაროვი (7.0).

21 წლის ქართველმა მარცხენა მცველმა ჯგუფურ ეტაპზე 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და „ბარსას“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა. ზოგადად კი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.

H ჯგუფის სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგისა (15:00) და ევროპა ლიგის პლეი-ოფების წილისყრები ორშაბათს 18 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მარციო: დე ლაურენტისი ოსიმენის წარმომადგენლებს შეხვდა
დი მარციო: დე ლაურენტისი ოსიმენის წარმომადგენლებს შეხვდა